ამ კლუბების დაინტერესების ფონზე, ქართველი ფეხბურთელისა და ლევანტეს პოზიცია ცნობილია — ქოჩორაშვილს არ სურს ლა ლიგა 2-ის სხვა გუნდში გადასვლა და არც ვალიადოლიდის ვარიანტია მისთვის მისაღები, რადგან გუნდი ლა ლიგაში, 21 ტურის შემდეგ, ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 25 წლის ფეხბურთელი სეზონს ლევანტეში დაასრულებს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მისი მომავალი.
ლევანტე ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის. ვალენსიური კლუბი 24 ტურის შემდეგ, 42 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ სანტანდერს სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება. ამ გარემოების გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ ქართველი ფეხბურთელი შუა სეზონში გუნდის გამოცვლაზე არ ფიქრობს.
გიორგი ქოჩორაშვილს ლევანტესთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ვალენსიელები ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €10 მილიონად აფასებენ.















