"გიორგის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. 6, 8, 10 ნომერი, სამივე პოზიციის დაფარვა შეუძლია, თანაც ერთნაირად კარგად. იმის მიუხედავად, რომ მაღალი არ არის, ფიზიკურად მაინც ძლიერია. მას შეუძლია ყოველ თამაშში 11-12 კილომეტრი ირბინოს. დიდი პროფესიონალია, იცის როგორ უნდა მოემზადოს ყოველი მატჩის წინ.
გიორგი ძალიან კონკურენტუნარიანი და ამბიციურია. დამიჯერეთ, თუ ის უკვე კარგ შედეგებს დებს ისეთ კლუბში, როგორიც ლევანტეა, წარმოიდგინეთ ის ისეთ გუნდში, რომელიც იბრძვის ტიტულებისთვის, თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე... მას აქვს ჩემპიონის მენტალიტეტი, შესაბამისად ისეთ გუნდში, როგორიც სპორტინგია, მჯერა რომ მარტივად დაიმკვიდრებს თავს. არ ვიცი სპორტინგში ტრანსფერი შედგება თუ არა, მაგრამ თუ ეს გარიგება გაიჩარხება, პორტუგალიური გუნდი ძალიან გაძლიერდება."
შეგახსენებთ, ყველა გავლენიანი ესპანური და პორტუგალიური გამოცემა გიორგი ქოჩორაშვილს სპორტინგს აქტიურად უკავშირებს. მეტიც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 25 წლის ფეხბურთელი ზაფხულში სპორტინგის პირველი ტრანსფერი იქნება — საუბარია €7 მილიონიან გარიგებაზე.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ














