გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი სულ რამდენიმე საათის წინ დადასტურდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრანსფერს კი ლეგენდარული შოთა არველაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოეხმაურა:
მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით."













