"ლურჯებმა" "ბლაუგრანაში" გადასული ნახევარმცველის შემცვლელად მატეო კოვაჩიჩი მოიყვანეს, თუმცა მისი სრულფასოვანი ჩანაცვლება მან ვერ მოახერხა. თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ვერც 33 წლის შუახაზელმა შეძლო. ცნობები მისი სხვა კლუბში გადასვლის შესახებ მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა.
გიუნდოგანის სახელს უკავშირებდნენ სტამბოლის ფენერბაჰჩესა და საუდის არაბეთის გუნდებს, ცოტა ხნის წინ კი ვეტერანს ხოსეპ გუარდიოლაც დაუკავშირდა. ეტიჰადელები გერმანიის ეროვნული გუნდის შუახაზელის დაბრუნებით სერიოზულად არიან დაინტერესებულები, აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად მოთამაშეა.
რაც შეეხებათ კამპ ნოუს ბინადრებს, წინააღმდეგობა არც მათი მხრიდან არის. კლუბის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობოესებლად, მათ აწყობთ ისეთ მოთამაშესთან განშორება, რომლის "შენახვა" მათ წელიწადში 20 მილიონი უჯდებათ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ილქაი სიტიში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.















