ატლეტიკო მადრიდი ახალი სეზონისთვის საოცრად ძლიერდება — ჩოლო სიმეონეს გუნდი ლე ნორმანისა და სორლოთის შემდეგ, ახლოს არის კონორ გალაგერის და ხულიან ალვარესის გაფორმებასთანაც. მადრიდული კლუბი ამ ფეხბურთელების წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს, თუმცა გუნდი მხოლოდ ახალ ტრანსფერებზე არ მუშაობს...
როგორც ამერიკული გავნელიანი გამოცემები იუწყებიან, მორატასა და ერმოსოს შემდეგ, გუნდი შეიძლება ანტუან გრიზმანმაც დატოვოს! გამოცდილი ფრანგი ფეხბურთელით ლოს ანჯელესი ინტერესდება და როგორც ირკვევა, მხარეები ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა რაც მუშაობენ. ამ ინფორმაციას ადასტურებს ფრანგული გავლენიანი გამოცემა L'Equipe-ც.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი ამერიკაში კარიერის გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €10 მილიონი წერია, რისი გადახდაც ამერიკული გუნდისთვის პრობლემას, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს.
მხარეები განიხილავენ რამდენიმე ვარიანტს:
1. ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს (2024 წელს);
2. ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს (2025 წელს);
3. ტრანსფერი მომავალ წელს, 2024/25 სეზონის დასრულების შემდეგ;
ფაქტია, გრიზმანი MLS-ში გადასვლაზე ფიქრობს, თუმცა ეს ყველაფერი როდის მოხდება, ჯერჯერობით უცნობია.
Major League Soccer
გრიზმანი MLS-ში? - ტრანსფერზე მუშაობა დაწყებულია
















