შეთანხმება შედგა — მანუელ აკანჯი მანჩესტერ სიტიდან კარიერას ინტერში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 30 წლის შვეიცარიელ ცენტრალურ მცველს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
"ნერაძური" გამოცდილ ფეხბურთელს იჯარის წესით დაიმატებს, თუმცა ინტერს ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს €15 მილიონად შეეძლება.
მანუელ აკანჯიმ მანჩესტერ სიტის დატოვება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაწყვიტა. განიხილებოდა ლევერკუზენის, გალათასარის, მილანისა და სხვა ევროპული კლუბების ვარიანტებიც, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქმეში ინტერი ჩაერთო. შვეიცარიელი მცველი იტალიური კლუბის შეთავაზებას მარტივად დათანხმდა და გარიგებაც დაიხურა.
შცვეიცარიელი მცველი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. აკანჯიმ ამ დროში 136 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













