დიახ, ტურინელები ურუგვაელი ცენტრალური მცველის დასამატებლად ყველაფერს აკეთებენ. პირველი კონტაქტი შედგა როგორც კლუბთან, ისე ფეხბურთელის აგენტთანაც. შეგახსნებეთ, არაუხოს ბარსელონასთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს, კატალონიურმა კლუბმა კი ფეხბურთელს ულტიმატუმი წაუყენა — სეზონის ბოლომდე ურუგვაელი ახალ კონტრაქტს თუ არ გააფორმებს, ზაფხულში გუნდი მას აუცილებლად გაყიდის. სწორედ ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებს იტალიური კლუბი.
რონალდ არუხო ბოლო წლებში ბარსელონას შეუცვლელი წევრი იყო, თუმცა ბევრმა ტრავმებმა მისი კარიერა შედარებით უკან დახია. იმის ფონზე, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი მალე ეწურება, დიდია იმის ალბათობა, რომ ბარსამ მის გაყიდვაზე თანხმობა იანვარშივე განაცხადოს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეს ტრანსფერი დიდი ალბათობით დანი ოლმოს რეგისტრაციას ხელს შეუწყობს.
ამ მომენტისთვის უცნობია ბარსელონა რა თანხად აფასებს 25 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს. უახლოეს დღეებში არაუხოს იუვენტუსში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.














