იმის გათვალისწინებით, რომ დანილო 33 წლისაა და ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ნაპოლისთვის მისი დამატება ფინანსურად ძალიან მარტივი იქნება, მაგრამ იუვენტუსს ამ მომენტისთვის არ სურს კაპიტნის შუა სეზონში გაშვება. თუმცა თუ საქმეში ჯაკომო რასპადორი ჩაერთვება, დიდი შანსია ტიაგო მოტა და გუნდის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ.
ჯაკომო რასპადორი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის — იტალიელი ფეხბურთელი ამ სეზონში სათამაშო დროს თითქმის ვერ იღებს, შესაბამისად, ნაპოლი ფეხბურთელის გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობს. მას შემდეგ, რაც ალესანდრო ბონჯორნომ ტრავმა მიიღო, გუნდმა იანვარში ახალი მცველის დამატება გადაწყვიტა, კონტე კი გამოცდილ კადრს ეძებს, სწორედ ამიტომ დანილოს აგენტთან პირველი კონტაქტი შედგა. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, ბრაზილიელისა და იტალიელის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით.
ამ ორი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებები განსხვავდება, შესაბამისად, უცნობია რა სახის გარიგება შეიძლება შედგეს გუნდებს შორის, თუმცა ფაქტია, იუვენტუსი და ნაპოლი პოტენციურ ტრანსფერებზე ფიქრობენ. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ამ შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.














