- ტიაგო მოტას გუნდში მოსვლის შემდეგ, დუშან ვლაჰოვიჩმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა;
- იუვენტუსის მთავარი ფორვარდი რანდალ კოლო მუანი გახდა, რომლის გამოსყიდვასაც ტურინელები სეზონის ბოლოს გეგმავენ;
- და ბოლოს, ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტი, რომელზეც შეთანხმებას მხარეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
შეგახსნებეთ, 25 წლის სერბი ფორვარდი იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩს წელიწადში €12 მილიონს უხდის და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ფონზე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მოახერხონ. სერბ ფორვარდს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ტურინელებს რა თქმა უნდა არ სურთ, რომ ფეხბურთელი უფასოდ დაკარგონ.
სეზონის ბოლომდე სიტუაციის რადიკალური ცვლილება თუ არ ვიხილეთ, დუშან ვლაჰოვიჩი ზაფხულში ტურინულ გრანდს დატოვებს და 2025/26 სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს.













