დადასტურებულად — მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, იუვენტუსი ზაფხულში ლოის ოპენდასა და ჯონათან დევიდის გაყიდვას შეეცდება! დიახ, ტურინული გრანდი ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს, რადგან ლუჩანო სპალეტის გეგმებში არც ბელგიელი ფორვარდი შედის და არც კანადელი.
ლოის ოპენდასთან შედარებით, ჯონათან დევიდს შედარებით კარგი სეზონი აქვს, თუმცა კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ლუჩანო სპალეტის უფრო ძლიერი ფორვარდის დამატება სურს, სწორედ ამიტომ "ბიანკონერი" ზემოხსენებული ფეხბურთელების გასხვისებას შეეცდება.
ამ ყველაფერს ემატება დუშან ვლაჰოვიჩის ამბავიც — ვინც არ იცით გეტყვით, რომ სერბი ფორვარდის თაობაზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მხარეებმა ახალ კონტრაქტზე დაიწყეს მუშაობა. ლუჩანო სპალეტის 26 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და საკმაოდ დიდი შანსია, რომ ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.













