ბაიერნი, ბარსელონა, რეალ მადრიდი, ინტერი და იუვენტუსი — ამ კლუბების ინტერესი რეალურია და ხუთივე მათგანი ზაფხულში ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება. ყველაზე მეტად ბაიერნი აქტიურობს, რომელიც ტას დამატებას რამდენიმე თვის წინაც ცდილობდა. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდნენ ესპანური გუნდებიც, როგორც ბარსა, ისე სამეფო კლუბიც, მზადაა ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს.
მოსალოდნელია, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სხვა გუნდებიც გააქტიურდებიან. ასეთი გამოცდილი მცველის უფასოდ დამატება, წესით, ბევრის გეგმებში უნდა შედიოდეს. ჯერჯერობით უცნობია თავად სად სურს გერმანელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება.
ჯონათან ტა ლევერკუზენის ღირსებას 2015 წლის მოყოლებული იცავს, რა დროშიც ფეხბურთელმა 370 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 15 გოლი და 12 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ჯონათან ტა ლევერკუზენის ღირსებას 2015 წლის მოყოლებული იცავს, რა დროშიც ფეხბურთელმა 370 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 15 გოლი და 12 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ლევერკუზენი ჩაბი ალონსოს და ფლორიან ვირცის გარდა, ჯონათან ტას გასაშვებადაც ემზადება.
















