"კანკავას მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველაფრისთვის, რაც სლოვანისთვის გააკეთა. დაინტერესებულები ვიყავით კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხით, მაგრამ თავად ჯაბამ დარჩენას, წასვლა ამჯობინა. პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებას ვუსურვებთ მას", - განაცხადა ბრატისლაველთა გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ უმცროსმა.
სლოვაკურ გუნდში თამაშის პერიოდში ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ქვეყნის ჩემპიონი სამჯერ გახდა. ის ასევე, 2021-2022 წლების სეზონის სიმბოლურშიც მოხვდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას "ჯვაროსნების" ყოფილი კაპიტანი.















