სულ რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ხამეს როდრიგესმა ლა ლიგაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და რაიო ვალეკანოსთან წინასწარ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია! კოლუმბიელი ფეხბურთელი ესპანეთში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, კლუბის მხრიდან კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ხამესისთვის ლა ლიგა უცხო ჩემპიონატი ნამდვილად არ არის. ფეხბურთელი 2014-2020 წლებში რეალ მადრიდის ღირსებას იცავდა, რა დროშიც 125 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 37 გოლი და 42 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ახლა კი ფეხბურთელი მზად არის კიდევ ერთი მადრიდული კლუბის ღირსება დაიცვას.













