"მე მსურს, რომ სალაჰი ლივრეპულში დარჩეს და ვიცი, რომ მასაც იგივე უნდა, მაგრამ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხელმძღვანელობა მას საკმარისად არ სცემს პატივს - ან თუნდაც არა იმდენად, რამდენადაც სალაჰს სჯერა, რომ იმსახურებს.
დიახ, ვფიქრობ, ის უფრო ახლოს არის წასვლასთან, ვიდრე დარჩენასთან. ეს არის ჩემი განცდა შექმნილი სიტუაციის მიმართ. იმედი მაქვს, ყველაფერი შეიცვლება, რადგან მას გულწრფელად ვუსურვებ საუკეთესოს. დიახ, ფული მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ის უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე უბრალოდ ფულია. საკითხავია ვინ შეცვლის მას? როგორ იპოვით მის იდეალურ შემცვლელს? როგორ აინაზღაურებთ მის არყოფნას? არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით ლივერპულში რას ფიქრობენ...
ეს არის პირველი შეკითხვა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობას ახლავე დავუსვამდი: ვინ შეცვლის მას? ვინ მოგცემთ იმას, რასაც მოჰამედ სალაჰი ამ კლუბისთვის აკეთებს? ვინ დაგიდებთ მსგავს სტატისტიკას და ციფრებს?
კი, სალაჰის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ მისი შეცვლა თუ გსურთ, ვფიქრობ, €200 მილიონი უნდა დაიხარჯოს ფეხბურთელზე, რომელსაც შეუძლია მსგავსი ფეხბურთის ჩვენება, რასაც სალაჰი გვთავაზობს. მაგრამ ამ თანხის დახარჯვის მიუხედავად, კიდევ გასარკვევი იქნება ახალი ფეხბურთელი იგივენაირად კარგი იქნება თუ არა როგორიც ახლა სალაჰია."
შეგახნსებეთ, მო სალაჰს კლუბთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 32 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
შეგახნსებეთ, მო სალაჰს კლუბთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 32 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.













