23 წლის ვინგერის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე €85 მილიონი გახდა. ახალი სატრანსფერო მონაცემით, კვარაცხელია გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ხოლო რაც შეეხება სერია ა-ს, ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება. არგენტინელის სატრანსფერო ფასი €100 მილიონია.
ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 5 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ნაპოლი 16 ტურის შემდეგ, 35 ქულით, მე-2 პოზიციას იკავებს.














