ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ, ჩინეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი რატი არდაზიშვილი კარიერას ჩინურ გუანგხი ჰენგჩენიში გააგრძელებს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, არდაზიშვილი ახალ კლუბთან 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს ახალი წლიდან შეუერთდება.
გუანგხი 2021 წელს დაარსებული კლუბია, რომელიც ყოველწელს პროგრესირებს და ერთით მაღალ ლიგაში გადადის. ახალ სეზონს ისინი ჩინეთის პირველ ლიგაში დაიწყებენ.
როგორც უკვე ვთქვით, ჩინეთში ვაკო ყაზაიშვილიც თამაშობს, რომელიც გასულ წელს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
წელს 27 წლის არდაზიშვილმა გაგრას შემადგენლობაში ითამაშა, წარმატებული მატჩები ჩაატარა, რის შედეგადაც გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.













