როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის დასატოვებლად ემზადება. ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ში დარჩენას არ აპირებს და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდის გამოცვლას გეგმავს. 24 წლის ვინგერით რამდენიმე კლუბი უკვე ინტერესდება, მათ შორის სტრასბურგი, რენი და ბეშიქთაში. LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ დავითაშვილის თაობაზე ინფორმაცია გალათასარაიმაც მოითხოვა.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ზემოხსენებულ გუნდებს ლიგა 1-ის კიდევ ერთ ბინადარი, ნანტიც მიემატა. ფრანგული კლუბის ინტერესი რეალური და დადასტურებულია.
ამ მომენტისთვის ზურიკო დავითაშვილის თაობაზე სენტ-ეტიენს შეთავაზება არ მიუღია. "მწვანეები" ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €15-20 მილიონად აფასებენ. იმის მიუხედავად, რომ ლიგა 2-ის ბინადარს 24 წლის ვინგერის შენარჩუნება სურს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ზურიკო ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.













