რამდენიმე წუთის წინ კი საინტერესო ინფორმაცია გავრცლედა იტალიურ პრესაში — კიეზა ბარსელონაში ტრანსფერზე თანახმაა და თუ კლუბები შეთანხმებას მოახერხებენ, იტალიელი მზად არის ესპანეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდეს. ამ მომენტისთვის, ფედერიკოს ბარსელონას გარდა, სხვა რეალური ვარიანტი არ აქვს, სატრანსფერო ფანჯარა კი სულ რაღაც 5 დღეში იხურება.
იუვენტუსს გაყიდვები სჭირდება და ტურინელები მზად არიან კიეზა სულ რაღაც €20 მილიონად გაუშვან.
კატალონიური კლუბი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. კიეზას გარდა, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის კინგსლი კომანიც, რომელსაც ფლიკი ბაიერნიდან კარგად იცნობს — ლაპორტა და დეკუ გერმანელ სპეციალისტთან ერთად, სასურველ კანდიდატურას მალე აარჩევენ.













