ლივერპულისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრების 25 წლის კიპერმა კაოიმჰინ კელეჰერმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა:
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნათლად განვაცხადე, რომ თუ ლივერპულიდან წავიდოდი, მხოლოდ ისეთ გუნდში ვითამაშებდი, სადაც პირველი ნომერი ვიქნებოდი.
კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი მეკარე (მამარდაშვილი) ეყიდათ, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. უფროსობამ სხვა მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა.
ლივერპულმა ასევე უარყო რამდენიმე შეთავაზება, რომელიც ჩემს სანაცვლოდ მიიღო. გადაწყვეტილების სრულად მიღება ყოველთვის ჩემს ხელში არ არის. ჩემი ამბიცია ნათელია, მე საკმარისად კარგი ვარ და თუ აქედან წავალ, მინდა ისეთ გუნდში წავიდე და სადაც ყოველ კვირას ვითამაშებ."
კელეჰერი ლივერპულის აკადემიაში 2015 წელს ჩაირიცხა, 2019 წლიდან კი ირლანდიელი ფეხბურთელი მთავარ გუნდში თამაშობს.













