ბაიერნში მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, ვენსან კომპანის კლუბის უფროსობისგან სრული ნდობა აქვს, რაც ახალ კონტრაქტშიც აისახა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც იწერება "რეკორდმაისტერს" წინ საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება და ამ სტატიაში სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.
გერმანულ პრესას თუ დავუჯერებთ, უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ვენსან კომპანის გეგმებში არ შედიან და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს დატოვებენ. კიმ მინ-ჯე, ლეონ გორეცკა, ნიკოლას ჯექსონი, რაფაელ გერეირო, დანიელ პერეცი, საშა ბოე, ჟოაუ პალინია, ბრაიან სარაგოსა — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ეს მოთამაშეები ახალ სეზონს, ახალ გუნდებში დაიწყებენ.
რაც შეეხება ახალ ტრანსფერებს, კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ბაიერნი ახალი სეზონის წინ მინიმუმ 5 ფეხბურთელს დაიმატებს, შესაბამისად, გერმანულ გრანდს წინ საკმაოდ ცხელი ზაფხული ელოდება.













