"კლუბის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ხვიჩა ნაპოლიში აუცილებლად დარჩება, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ის და დი ლორენცო იმ პროექტის ნაწილები არიან, რომელიც ამ ზაფხულს დავიწყეთ", - ანტონიო კონტე.
იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა ნაპოლის დატოვებას სერიოზულად განიხილავს, კლუბის პოზიცია უცვლელია - "კვარა არ იყიდება!"
ამასობაში, "პარტენოპეი" ქართველს ფეხბურთელს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, თუმცა კლუბში სჯერათ, რომ 23 წლის ფეხბურთელი, ახალ ხელშეკრულებას აუცილებლად გააფორმებს. ცნობისთვის, ხვიჩას ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.













