"ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერზე ბევრი ლაპარაკი იყო, მე კი პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და გუნდში უნდა დარჩენილიყო. სიტუაცია არ შეცვლილა, ის ჩვენთვის ახლაც საკვანძო მოთამაშეა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გვითხრა, რომ წასვლა სურდა."
ნაპოლიში ინფორმაცია დაადასტურეს, ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" უახლოეს დღეებში დატოვებს. პსჟ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს — მომდევნო კვირაში კვარაცხელიას წარმომადგენლებთან ახალი შეხვედრა შედგება, სადაც მხარეები ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან. 23 წლის ვინგერისთვის 4.5 წლიანი კონტრაქტი და სოლიდური ხელფასი გამზადებულია. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.
პსჟ და ნაპოლი დაახლოებით €70-80 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ. თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უახლოეს დღეებში გარიგება აუცილებლად დაიხურება. პარიზელებს სჯერათ, რომ მომდევნო კვირაში ხვიჩა კვარაცხელიას დაიმატებენ. ლუის ენრიკე ქართველ ფეხბურთელს უკვე ელოდება!















