როგორც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ახალგაზრდა ქართველი მეკარის ლუკა ხარატიშვილის თურქულ ეიუპსპორში ტრანსფერი ჩაიშალა და მოლაპარაკებებს სხვა გუნდებთან აწარმოებდა.
LaGazzetta.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ხარატიშვილის ახალი კლუბი ცნობილია და ის კარიერას ჩეხურ პარდუბიცეში გააგრძელებს.
ხარატიშვილმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ჩეხურ გუნდში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს, გამოსყიდვის უფლებით. ხარატიშვილი ჩეხეთში დღეს გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მეკარემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
რაც შეეხება მის ახალ კლუბს, პარდუბიცემ სეზონი მძიმედ დაიწყო და ჩეხეთის ჩემპიონატში ცხრილის ქვედა ნაწილშია. სანაკრებო პაუზის შემდეგ, პარდუბიცე სტუმრად იაბლონეცს დაუპირისპირდება.













