მას შემდეგ, რაც ინტერ მაიამი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან გამოვარდა, ლიონელ მესის გარშემო საუბრები არ წყდება. ბევრი გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელი ლეგენდა დეკემბერში MLS-ის კლუბის დატოვებას სერიოზულად განიხილავს, თუმცა მეორეს მხრივ, ბევრი წყარო იმაზეც საუბრობს, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან საუდის კლუბები, საიდანაც ყველაზე მეტად ალ აჰლი აქტიურობს. როგორც ირკვევა, საუდის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი არგენტინელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
ამ მომენტისთვის რთულია იმის განსაზღვა თუ რა გეგმები აქვს ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატამდე, თუმცა ფაქტია, 38 წლის ფეხბურთელი ამ დრომდე ყველა გამოცემისთვის სასაუბრო თემად რჩება. უახლოეს პერიოდში, არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













