თითქმის გადაწყვეტილია, რომ დარვინ ნუნიესი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. განიხილება ასევე დიოგუ ჟოტასა და ლუის დიასის წასვლაც, რაც იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტი შეტევის გაძლიერებას აპირებს და საერთოდ არ იქნება გასაკვირი, რომ გუნდმა რამდენიმე შემტევი დაიმატოს.
ინგლისურმა პრესამ ლივერპულს 4 ფორვარდი უკვე დაუკავშირდა:
- ალექსანდერ ისაკი, ნიუკასლი, სატრანსფერო ფასი €150 მილიონი
- ბენჟამინ შეშკო, ლაიფციგი, სატრანსფერო ფასი €70-80 მილიონი
- უგო ეკიტიკე, აინტრახტი, სატრანსფერო ფასი €70-80 მილიონი
- მატეუს კუნია, ვულვზი, სატრანსფერო ფასი €75 მილიონი (გამოსასყიდი თანხა)
ამ სიას დიდი შანსია ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სხვა კანდიდატებიც დაემატოს. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ლივერპული 2025/26 სეზონს ახალი ცხრიანით დაიწყებს.















