ლივერპულში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. კლუბმა ჟერემი ფრიმპონგის, ფლორიან ვირცისა და მილოშ კერკეზის ტრანსფერები უკვე დახურა, თუმცა არნე სლოტის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მერსისაიდელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 2-3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებენ.
უკვე ცნობილია რომელი ფეხბურთელები არ შედიან არნე სლოტის გეგმებში და ვინ შეიძლება დატოვოს ლივერპული მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ჰარვი ელიოტი, ფედერიკო კიეზა და დარვინ ნუნიესი — ამ ფეხბურთელებს უკვე განუცხადეს, რომ ისინი კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ. ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელთა სიაში ვერ მოხვდნენ დიოგუ ჟოტა და ლუის დიასი, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კლუბი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. და ბოლოს, მარცხენა მცველის პოზიცია, მილოშ კერკეზის დამატების შემდეგ, გუნდს დიდი ალბათობით ენდრიუ რობერტსონი ან კოსტას ციმიკასი დატოვებს.
შეგახსენებთ, გუნდი უკვე დატოვა ჯარელ ქუანსამ, რომელიც კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს.













