ანტონიო კონტე ბელგიელი ფეხბურთელის დამატებას პირველივე დღიდან ითხოვდა და როგორც ჩანს, ეს სურვილი აურელიო დე ლაურენტისმა დაუკმაყოფილა. იმის მიუხედავად, რომ ვიქტორ ოსიმენი კვლავ ნაპოლის ღირსებას იცავს, კლუბმა ლუკაკუს ტრანსფერი მაინც დახურა.
ფეხბურთელს ნეაპოლში, სამედიცინო შემოწმების გასავლელად, უახლოეს საათებში ელოდებიან. მხარეებმა ტრანსფერის ბოლო დეტალები რამდენიმე წუთის წინ მოაგვარეს. ანტონიო კონტე ძველ მეგობარს ელოდება და იმედი აქვს, რომ მესამე ტურში ბელგიელი განაცხადში მოხვდება.













