"მიქაუტაძე? როდესაც გალათასარაის ინტერესის შესახებ დაიწერა, მისი დაკვირვება დავიწყე. მოვახერხე და ვუყურე 3 თამაშს, სადაც მონაწილეობა მიიღო ფეხბურთელმა. იცით რას გეტყვით? მადლობა ღმერთს, რომ გალათასარაიმ მიქაუტაძე არ იყიდა.
ლიონს €20 მილიონზე მეტის მიღება სურდა? ღმერთმა გალათასარაი გადაარჩინა, რომ შეთავაზება არ გაზარდა. მიქაუტაძე €20 მილიონიც კი არ ღირს."
შეგახსენებთ, გალათასარაი ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე დაახლოებით ერთი თვე მუშაობდა, თუმცა როგორც ჩანს ეს გარიგება არ შედგება და 24 წლის ფორვარდი საფრანგეთში, როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.














