ლენი იოროსა და ჯოშუა ზირკზეს შემდეგ "წითელი ეშმაკები" ორმაგი გასროლისთვის ეზმადებიან და ბაიერნიდან ორი ფეხბურთელის წამოყვანას გეგმავენ — საუბარია მატეის დე ლიხტსა და ნუსაირ მაზრაუიზე. გუნდი 24 წლის ნიდერლანდელის ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად, ტენ ჰაგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ყოფილ შეგირდთან მუშაობას მალე ისევ შეძლებს.
რაც შეეხება მაზრაუის, ბაიერნში 26 წლის მაროკოელის ტრანსფერი რომ ვერ შედგა ამაზე ყველა თანხმდება, შესაბამისად, ფეხბურთელი ახალ გამოწვევას ეძებს და ტენ ჰაგთან კიდევ ერთხელ მუშაობის სურვილი, მანაც გამოხატა. მაროკოელმა განაპირა მცველმა ვესტ ჰემის შეთავაზება დაბლოკა, რადგან კარიერის გაგრძელება მხოლოდ მანჩესტერის წითელ მხარეში სურს — ამ ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, "ჩაქუჩები" აარონ ვან-ბისაკას დამატებაზე გადაერთვნენ, რაც მაზრუაის იუნაიტედში გადასვლის შანსებს ათმაგად ზრდის.
ორივე ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, აგენტ რაფაელა პიმენტასთან მანჩესტერულმა გუნდმა კარგად იმუშავა. ახლა დარჩენილია კლუბებს შორის შეთანხმება, რაც შეიძლება დროის ამბავიც კი იყოს...













