მანჩესტერული კლუბი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევერტონის ცენტრალური მცველის, ჯარად ბრანტვეითის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა მერსისაიდული გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს, სწორედ ამიტომ, იუნაიტედი გეგმა B-ზე გადაერთო — "წითელმა ეშმაკებმა" მატეის დე ლიხტის ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყეს!
პირველ რიგში, მანჩესტერი ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის მოგვარებას ცდილობს. ტენ ჰაგი და დე ლიხტი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, ისინი აიაქსში ერთად მუშაობდნენ, შესაბამისად, ნიდერლანდელ ფეხბურთელს, 54 წლის სპეციალისტთან მუშაობა კვლავ სურს. ასევე ცნობილია, რომ დე ლიხტს ბაიერნის დატოვება უნდა და თუ კლუბები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას მიაღწევენ, მხარეებს შორის გარიგება აუცილებლად შედგება.
მანჩესტერ იუნაიტედი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.













