მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა, დუაიტ იორკმა თავის ექსკლუბს ურჩია ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება. ყოფილ ტრინიდადელ ფორვარდს მიაჩნია, რომ ქართველი ვინგერი მარკუს რაშფორდს იდეალურად შეცვლიდა. აქვე დავამატებთ, მის სახელს უკავშირებდნენ პარის სენ-ჟერმენს, მაგრამ ანტონიო კონტემ ტრანსფერი დაბლოკა.
"მანჩესტერს კვარაცხელიას ყიდვა სჭირდება. ამ გუნდში უნდა თამაშობდნენ მხოლოდ ელიტური ფეხბურთელები და ის სწორედ ასეთია. რთულია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ახალი მაღალი დონის მოთამაშეების გარეშე. საჭიროა ისეთი შემსრულებლები, რომლებიც იუნაიტედის ამჟამინდელ დონეს მნიშვნელოვნად აწევენ.
რაშფორდი ახლოს არის წასვლასთან და ჩემი აზრით, ხვიჩა მას იდეალურად შეცვლიდა. უნდა დაბრუნდეს დრო, როდესაც "წითელ ეშმაკებში" მხოლოდ დიდი მოთამაშეები გადმოდიოდნენ", - განაცხადა "მანკუნიანელების" ყოფილმა ფორვარდმა.















