2024/25 სეზონის დასრულების შემდეგ, მარკო ასენსიომ ასტონ ვილა დატოვა და უკან, პარი სენ-ჟერმენში დაბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ უნაი ემერის გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, ბირმინგემულმა კლუბმა ასენსიო მაინც არ გამოისყიდა. პსჟ-ში დარჩენა? ამას არც ლუის ენრიკე განიხილავს და არც თავად ფეხბურთელი.
სად შეიძლება გააგრძელოს მარკო ასენსიომ კარიერა?
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერზე ფენერბაჰჩე მუშაობს! მეტიც, მარკო ასენსიოსა და ჟოზე მოურინიოს შორის სატელეფონო საუბარიც კი შედგა, სადაც პორტუგალიელმა სპეციალისტმა 29 წლის ფეხბურთელს თურქული კლუბის გეგმები გააცნო.
როგორც ირკვევა, ფენერბაჰჩე პარი სენ-ჟერმენსაც დაუკავშირდა, სადაც მხარეებმა პოტენციურ გარიგებაზე ისაუბრეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მარკო ასენსიო ფენერბაჰჩეში გადასვლას სერიოზულად განიხილავს.
თურქული კლუბი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ფენერბაჰჩემ ჯონ დურანის ტრანსფერიც დახურა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მილან შკრინიარსაც გამოისყიდის. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონისთვის სერიოზულად ემზადება.













