მილანი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, დორტმუნდი და ბარსელონა — დიახ, ხუთივე გუნდი საქმეშია. მათი ინტერესი რეალური და დადასტურებული. ყველა მათგანი რაშფორდის დამატებას 6-თვიანი იჯარით განიხილავს, რაზეც მანჩესტერ იუნაიტედი თანახმაა. ყველა მათგანმა ფეხბურთელს საკუთარი პროექტი უკვე წარუდგინა, ინგლისელმა შემტევმა კი რამდენიმე დღე მოითხოვა მოსაფიქრებლად.
მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც. მარკუს რაშფორდი უახლოეს დღეებში ახალ გუნდში გადაბარგდება. ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია.













