რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები დასრულდა, ლორენცო ლუკა უდინეზედან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 24 წლის იტალიელ ფორვარდს ნეაპოლში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. "პარტენოპეი" ლორენცო ლუკას სანაცვლოდ €40 მილიონს გადაიხდის.
ნაპოლი, რომ ახალ ფორვარდს ეძებდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაცნობეთ. მთავარი სამიზნე ყოველთვის დარვინ ნუნიესი იყო, თუმცა ლივერპული ურუგვაელ ფეხბურთელს მინიმუმ €60 მილიონად აფასებდა, სწორედ ამიტომ ანტონიო კონტეს გუნდი გეგმა B-ზე გადაერთო და ლორენცო ლუკას ტრანსფერი დახურა.
ლორენცო ლუკა უდინეზეს ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. იტალიელმა ამ დროში 75 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ, ნაპოლიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 4 ფეხბურთელი უკვე დაიმატა: ლუკა მარიანუჩი, სემ ბეუკემა, კევინ დე ბრუინი და ნოა ლანგი, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდი ამაზე გაჩერებასარაპირებს.













