ფრანგული მედია საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — მეცთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილი სეზონის ბოლოს გუნდს 100% დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის შემტევის დამატება ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეეძლება.
იმის მიუხედავად, რომ მეცში ქართველი ვინგერის შენარჩუნება სურთ, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, გიორგი წიტაიშვილი 2026/27 სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს.
ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესს ლიგა 1-ის ორი კლუბი ლიონი და ლილი უკვე იჩენენ. რაც შეეხება სხვა დაინტერსებულ კლუბებს, საქმეში ვილიარეალი და ლაციოც არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ქართველი ფეხბურთელის დამატებას საკმაოდ ბევრი კლუბი შეეცდება.
შეგახსენებეთ, გიორგი წიტაიშვილი მეცში იჯარის წესით თამაშობს და მისი უფლებები ამ დრომდე დინამო კიევს ეკუთვნის. ქართველი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს არ გამოიცვლის, თუმცა ზაფხულში მისი ახალ კლუბში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.













