არსენალი ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. არტეტას გუნდს უკვე შეუერთდა რიკარდო კალაფიორი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი შენაძენი იყო, თუმცა "მეთოფეები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ — რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, მიკელ მერინო კარიერას არსენალში გააგრძელებს! ინგლისური კლუბი და რეალ სოსიედადი ტრანსფერის ბოლო დეტალებს ამ წუთებში აგვარებენ, ფეხბურთელი კი მზად არის ლონდონში გაფრინდეს, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
საუბარია დაახლოებით €35-40 მილიონიან გარიგებაზე, ფეხბურთელისთვის კი გრძელვადიანი კონტრაქტი გამზადებულია. არტეტა ახალ ნახევარმცველს ეძებდა და როგორც ჩანს მერინო მისი რჩეულია!
28 წლის ესპანელ შუახაზელს, პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ფეხბურთელი 2017/18 სეზონში ნიუკასლის ღირსებას იცავდა, 6 წლის შემდეგ კი ინგლისში ევროპის ჩემპიონის სტატუსით ბრუნდება.
Premier League
მიკელ მერინო კარიერას არსენალში გააგრძელებს













