მილანმა ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, რაც როგორც მთავარი მწვრთნელის, ისე ფეხბურთელების ბრალიცაა, შესაბამისად, კლუბში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან. განიხილება რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა და ეს დიდი შანსია იანვარშივე მოხდეს.
ლუკა იოვიჩი
ნოა ოკაფორი
ფიკაიო ტომორი
ისმაელ ბენასერი
სამუელ ჩუკვუეზე
დავიდე კალაბრია
რუბენ ლოფტუს-ჩიკი
რა თქმა უნდა იანვარში ყველა მათგანის გაშვება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა იტალიური კლუბი ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. საუბარია როგორც პირდაპირ გაყიდვაზე, ისე იჯარით გაშვებაზეც.













