მილანში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. კლუბმა ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი უკვე დახურა, თუმცა მასიმილიანო ალეგრის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. "როსონერი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 7-8 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.
უკვე ცნობილია რომელი ფეხბურთელები არ შედიან იტალიელი სპეციალისტის გეგმებში და ვინ შეიძლება დატოვოს მილანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.
დენის ვასკესი, ტეო ერნანდესი, ფიკაიო ტომორი, მალიკ ჩაო, ემერსონ როიალი, ფილიპო ტერაჩანო, იასინ ადლი, ისმაელ ბენასერი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, იუნუს მუსა, ტომაზო პობეგა, სამუელ ჩუკვუეზე, დივოკ ორიგი, ლორენცო კოლომბო, ნოა ოკაფორი — ამ ფეხბურთელებს უკვე განუცხადეს, რომ ისინი კლუბის გეგმებში აღარ შედიან და ახალი გუნდების მოძებნა მოუწევთ.
კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე გაყიდვების გარდა ახალ ტრანსფერებზეც მუშაობს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მილანი გრანიტ ჯაკას, დუშან ვლაჰოვიჩისა და ხავი გერას გარიგებებზე მუშაობს.













