თითქმის 7-წლიანი მანჩესტერული კარიერა დასრულდა, კაილ უოკერი სიტის ტოვებს! გამოცდილი ინგლისელი განაპირა მცველი კარიერას იტალიაში, კერძოდ მილანში გააგრძელებს. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს — 34 წლის ფეხბურთელი იტალიაში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს. საუბარია 6-თვიან იჯარაზე, შემდგომ გამოსყიდვის უფლებაზე.
კაილ უოკერს, რომ მანჩესტერ სიტის დატოვება სურდა, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ გულშემატკივრებს ინფორმაცია პეპ გუარდიოლამ აცნობა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფეხბურთელს ამ სეზონში რეგრესი დაეწყო, რის გამოც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის ფონზე, გამოცდილმა ინგლისელმა მცველმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ინგლისელის მილანში ტრანსფერი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დახურა. შვედი მენეჯერის აზრით, უოკერი თავისი გამოცდილებით "როსონერის" დიდ დახმარებას გაუწევს. იტალიური გრანდი ემერსონ როიალის გაშვებას გეგმავს, ბრაზილიელის დამატებას გალათასარაი და ფულემი განიხილავენ, უოკერი კი სწორედ მის პოზიციას შეავსებს.
Serie A
მილანმა 2025 წლის პირველი ტრანსფერი განახორციელა













