მილანში მაიკ მენიოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 30 წლის ფრანგი მეკარე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "როსონერის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. დიახ, იტალიურ კლუბში ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და დიდი ალბათობით აღარაფერი შეიცვლება.
იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, ბოლო მომენტში მილანმა მაიკ მენიოს ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზა და სწორედ აქ გაიყინა მხარეებს შორის მოლაპარაკებები. კლუბში ფიქრობენ, რომ გამოცდილ ფრანგ მეკარეს სერიოზული რეგრესი დაეწყო, რასაც გაუთავებელი ტრავმებიც ემატება. როგორც ირკვევა, მილანის სპორტული დირექტორი იგლი ტარე და მთავარი სკაუტი ჟოფრი მონკადა ახალ მეკარეს უკვე ეძებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "როსონერის" მომდევნო სეზონში ახალი პირველი ნომერი ეყოლება.
მაიკ მენიო მილანის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. ფრანგმა ამ დროში 169 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი მშრალად კი 63-ჯერ შეინახა. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გამოცდილი მეკარის დამატებას რამდენიმე ევროპული კლუბი უკვე განიხილავს.













