"ჩვენ ვხედავთ, რომ ბრედლი ბარკოლა ცუდ ფორმაშია. როგორც ლიგა 1-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც, მას რამდენიმე ცუდი პერფორმანსი მოუგროვდა და ასეთ დროს ისეთი ტოპ ფეხბურთელის დამატება, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, სწორი ნაბიჯია. მას აქვს ხარისხი და კარგად იცის როგორ მოიგოს რთული მატჩები. ვფიქრობ, უსმან დემბელესთან ერთად კარგ დუეტს შექმნის. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი პლეი-ოფში თუ გავა, კვარაცხელია დიდ დახმარებას გაუწევს. როდესაც ის კარგ ფორმაშია, მისი შეჩერება ძალიან რთულია."
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით სადებიუტო მატჩი ლიგა 1-ში ექნება, კერძოდ რეიმსთთან, 25 იანვარს.














