"მო სალაჰის დამატება? - ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ის ფანტასტიკური და საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ მისი დამატება ჩვენს გეგმებში არ შედის. კარგად ვიცი, რომ ყველა გუნდს ენდომებოდა მისი დამატება, მაგრამ ჭორები იმის შესახებ, რომ ჩვენ მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, სიმართლე არაა. სალაჰზე მეტის თქმა არ შემიძლია.
ტრანსფერები იანვარში? - შესაძლებელია. ბაზარზე საინტერესო ფეხბურთელები თუ გამოჩნდებიან, დიდი შანსია, რომელიმე მათგანი დავიმატოთ."
ბოლო დღეებში ფრანგული მედია ეგვიპტელის პარიზულ კლუბში პოტენციურ ტრანსფერზე ალაპარაკდა. ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, ლივერპულთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.















