LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, აჭარულმა კლუბმა ცენტრალური მცველი დაიმატა. კონგოელი ფეხბურთელი მესიე ბიტუმუსოკა კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს.
26 წლის აფრიკელი მცველი ბულგარულ ბოტევში თამაშობდა. კონგოს ეროვნულ ნაკრებში მას 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ მის გარდა დინამო ბათუმმა წელს ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი, ლაზარე კუპატაძე და თორნიკე კირკიტაძე დაიმატა.
დინამო ბათუმის მეტოქეები თურქულ შეკრებაზე
20 იანვარი: დინამო ბათუმი-ოლექსანდრია
24 იანვარი: დინამო ბათუმი - მოტორი ლუბლინი
28 იანვარი: დინამო ბათუმი - ვეილე
4 თებერვალი: დინამო ბათუმი - პოლესია
7 თებერვალი: დინამო ბათუმი - კარპატი
9 თებერვალი: დინამო ბათუმი - რიგასი
13 თებერვალი: დინამო ბათუმი - ზორია
14 თებერვალი: დინამო ბათუმი - ვორსკლა













