ბილი გილმორი ბრაიტონიდან;
დავიდ ნერეში ბენფიკადან;
მარკო ბრეშანინი ფროზინონედან;
ამ სამი პოტენციური ტრანსფერიდან, ნაპოლი ყველაზე ახლოს ბრეშანინის დამატებასთანაა. პირადი კონტრაქტი მზადაა, სატრანსფერო თანხაზე კი მხარეები კვირის ბოლომდე შეთანხმდებიან — საუბარია €10-12 მილიონიან გარიგებაზე. ბრეშანინის უფლებების 50%-ს მილანი ფლობს, შესაბამისად, ამ ტრანსფერიდან "როსონერი" დაახლოებით €5-6 მილიონს მიიღებს.
რაც შეეხება ბილი გილმორს, ბრაიტონი 23 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ €20 მილიონამდე ითხოვს, ნაპოლი კი ამ მომენტისთვის მხოლოდ €14-15 მილიონს იხდის. ამის მიუხედავად, კონტე ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ტრანსფერი მაინც შედგება. ბრეშანინის მსგავსად, პირადი კონტრაქტი გილმორთანაც შეთანხმებულია, რომელიც 2029 წლამდე გაგრძელდება.
და ბოლოს, დავიდ ნერეში — ბენფიკას ბრაზილიელი ვინგერი, ნაპოლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. 27 წლის ფეხბურთელის აგენტი უკვე იტალიაში იმყოფება, სადაც ნაპოლის უფროსობას შეხვდება. კონტე ახალ ვინგერს ეძებს და როგორც ირკვევა, ნერეში #1 სამიზნეა. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, ნაპოლი კი პირველ ოფიციალურ შეთავაზებას მალე გააკეთებს.













