ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ნაპოლი აქტიურობას გეგმავს, კონტეს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეია.
აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს და გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ნაპოლი 27 წლის შოტლანდიელის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედს 25 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თავად ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაზეც შეთანხმება უკვე არსებობს.
შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეი მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში ჩატარებულ 255 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 29 გატანილი გოლი და 8 საგოლე გადაცემაა — 27 წლის ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.
Premier League
ნაპოლი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის დამატებასთან ახლოს არის














