ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსეფრი არ იქნება პირველი დიდი გარიგება პსჟ-სა და ნაპოლის შორის. ისტორიას აქამდე 3 ტრანსფერი უკვე ახსოვს, რომელსაც ახლა გავიხსენებთ.

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ნაპოლიდან პსჟ-ში გადაბარგდა ეზეკიელ ლავეცი იყო, რომელიც პარიზულმა კლუბმა 2012 წელს €30 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა მისი ტრანსფერი არც ისეთი წარმატებული აღმოჩდნა, როგორც ყველა ვარაუდობდა. არგენტინელმა პსჟ-ში სამწელიწადნახევარი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 161 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 35 გოლი და 24 საგოლე გადაცემაც მიითვალა. 2016 წელს ლავეციმ პარიზი დატოვა და კარიერა ჩინეთში გააგრძელა.
არგენტინელმა ამ დროში 10 ტიტულს მოუყარა თავი.

ეზეკიელ ლავეცის დამატების შემდეგ, ზუსტად ერთ წელიწადში, ნაპოლიდან პარიზში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ედისონ კავანი გადაბაგრდა. იმ დროში ურუგვაელი ფორვარდი ევროპაში შეიძლება საუკეთესოც კი იყო თავის პოზიციაზე, პსჟ-მ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ €64.5 მილიონი გადაიხადა, რაც იმ დროში ძალიან დიდ თანხად ითვლებოდა.
ედისონ კავანის ძალიან კარგი პარიზული კარიერა გამოუვიდა. ურუგვაელმა გოლეადორმა პარიზული კლუბის მაისურით 301 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც არც მეტი, არც ნაკლები 200 გოლი გაიატანა და 43 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ურუგვაელმა ამ დროში 23 ტიტულის მოგება მოახერხა.

და ბოლოს ფაბიან რუისი, რომელიც ნაპოლიდან პსჟ-ში 2022 წელს გადავიდა. ფრანგებმა ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ €22.5 მილიონი გადაიხადეს. მის ტრანსფერს დიდად წარმატებულად ნამდვილად ვერ შევაფასებთ, მეტიც, 2024 წლის ზაფხულში მისი გუნდიდან წასვლაც კი განიხილებოდა. ამას შემდგომში გუნდის მთავარ მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან კოფლიქტიც დაემატა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, 28 წლის ნახევარმცველი კვლავ პსჟ-ს ღირსებას იცავს.

















