კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა საქმეს უკვე შეუდგა — როგორც ირკვევა, ნაპოლიმ 2025/26 სეზონის პირველი ტრანსფერი უკვე დახურა. საუბარია ლუკა მარიანუჩიზე, რომელიც ემპოლიდან კარიერას "პარტენოპეიში" გააგრძელებს. მხარეებს შორის €9 მილიონიანი გარიგება შეგდა, ახალგაზრდა იტალიელი კი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.

იტალიელი ფეხბურთელი ემპოლის აკადემიის აღზრდილია, ამ სეზონიდან მოყოლებული კი ფეხბურთელი მთავარ გუნდში თამაშობს. 20 წლის ცენტრალურ მცველს ამ სეზონში 15 მატჩი მოუგროვდა, რა დროშიც 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლუკა მარიანუჩი ნაპოლის 1 ივლისს შეუერთება და ახალ სეზონს "პარტენოპეიში" დაიწყებს.













