მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიის მოქმედი ჩემპიონი აქტიურობას განაბგრძობს. გუნდმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტორინოს გამოცდილი მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ტორინოს უკავშირდება, სადაც 2017 წლიდან ირიცხება.
რაც შეეხება ნაპოლის, ამ გუნდმა უკვე ორი ამხანაგური მატჩი გამართა - არეზოსთან დამარცხდა, გუშინ კი კატანძაროსთან გაიმარჯვა.













