ნაპოლი და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ახალ კონტრაქტზე უკვე რამდენიმე თვეა რაც მუშაობენ. "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის სახით €6 მილიონამდე სთავაზობს, ფეხბურთელის აგენტი კი €8 მილიონს ითხოვს. შეთანხმება ვერ ხერხდება გამოსასყიდ თანხაზეც — ნაპოლის სურვილია კონტრაქტში ჩაიწეროს მინიმუმ €100 მილიონი, როცა ქართველი შემტევის წარმომადგენლები მხოლოდ €80 მილიონზე არიან თანახმა. დიდი შანსია იტალიური კლუბი დათმობაზე არ წავიდეს და ახალი შეთავაზება აღარ გააკეთოს. ხვიჩა კვარაცხელიას კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას ტოპ კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლომდე ახალ კონტრაქტს თუ არ გააფორმებს, პსჟ და ბარსელონა ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც.













