ტრანსფერი დაიხურა — ნ'გოლო კანტე ალ-იტიჰადიდან კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს! ვეტერან ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
იმის მიუხედავად, რომ ალ-იტიჰადს ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა და მას ახალ კონტრაქტსაც სთავაზობდა, მას შემდეგ, რაც საქმეში ფენერბაჰჩე ჩაერთო, 34 წლის მოთამაშემ გადაწყვეტილება საკმაოდ მარტივად მიიღო და თურქული კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, ნ'გოლო კანტე ალ-იტიჰადის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფრანგმა ნახევარმცველმა ამ დროში 105 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













